Saturday, August 6, 2011

პროექტის აღწერა



პროექტის სახელწოდება: ლუარსაბ თათქარიძე დღეს .
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადება: მოსწავლეებმა პერსონაჟები გადმოიტანონ თანამედროებაში .
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ნაწარმოების პერსონაჟებს დააკავშირებენ დღევანდელობასთან, ჩასწვდებიან მათ ხასიათს და შექმნიან დღევანდელი ლუარსაბის, დარეჯანის და ლამაზისეულის გმირებს.
პროექტის მიზნები:ნაწარმოების პერსონაჟების დღევანდელობაში გადმოტანა და მათი პროტოტიპები. მოსწავლეები გაეცნობიან ნაწარმოების პერსონაჟებს, გამოხატავენ საკუთარ აზრს მათ მიმართ და მიუთითებენ მათ ნაკლოვანებებსა და ღირსებებს.


მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები,ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო,საკლასო ოთახი, ისტი, ეროვნული სასწავლო გეგმა,აუდიო–ვიდეო მასალა და სხვა.

პროექტის მსვლელობა: ნაწარმოების პერონაჟებზე შეიქმნება ბავშვების სამი ჯგუფი: ერთი იმუშავებს ლუარსაბზე, მეორე დარეჯანზე და მესამე ლამაზისეულზე, დაახასიათებენ მათ როგორები არიან ნაწარმოების მიხედვით და დღევანდელ პირობებში ეს ადამიანები როგორები იქნებოდნენ, შექმნიან მათ ახალ სახეებს დადაწერენ ,,კაცია ადამიანის“ თანამედროვე ვერსიას, შემდეგ გააკეთებენ ბლოგს და შესთავაზებენ საზოგადოებას კომენტარების საშვალებით თანამედროვე ლუარსაბის,დარეჯანის და ლამაზისეულის პორტრეტების შექმნას.

მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბლიკით
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა, ისტორია. წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით (მიუთითებს მის როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებზე). გამოატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად /უარყოფითად ვაფასებ).
პროექტის ხელმძღვანელი(მაასწავლებელი): მანანა სახვაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: mananasakhvadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი : blogger.com






No comments:

Post a Comment